Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რუსეთი სოხუმში საბაჟო პუნქტს გახსნის
Civil.ge
21 September 2017, 19:05

რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმირ ბულავინის მიერ 12 სექტემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ სპეციალურ საბაჟო პუნქტს გახსნის.

ახალი პუნქტი, რომელიც სოხუმში განთავსდება, ფედერაციის საბაჟო სამსახურის კუთვნილება იქნება და მისი საშტატო განრიგიც (ხუთი ადამიანი) ბულავინის ბრძანებით უკვე განისაზღვრა.  საბაჟო პუნქტის იურისდიქციაში მთელი აფხაზეთი შევა.

ბრძანება, რომელიც 1 ნოემბერს შევა ძალაში, აკონკრეტებს, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთში სპეციალიზირებული საბაჟო პუნქტის გახსნის თაობაზე ეფუძნება სოხუმის ხელისუფლებასთან მოსკოვის 2010 წლის ოქტომბრის „შეთანხმებას საბაჟო საკითხებში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების თაობაზე“.

შეთანხმების თანახმად, რუსეთს ენიჭება უფლებამოსილება, რომ „სპეციალიზირებული საბაჟო ორგანო“ ჩამოაყალიბოს, რომლის მიზანიც იქნება „აფხაზეთიდან ან მისი გავლით რუსეთში საქონელსა და (ან) სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო რეგისტრაციის და კონტროლის განხორციელება“. „სპეციალიზირებულ საბაჟო ორგანოს“ ასევე ექნება უფლება, რომ საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონდარღვევების აღმოჩენისა და აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებები განახორციელოს.

შეთანხმების თანახმად, საბაჟო პუნქტი რუსეთის ფედერაციის საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით განახორციელებს საბაჟო რეგისტრაციას და კონტროლს.

ამას გარდა, „სპეციალიზირებულ საბაჟო სააგენტოს“ იგივე სტატუსი ექნება, რაც დიპლომატიური მისიებისთვისაა გათვალისწინებული ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.  საბაჟო პუნქტის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახებისთვის სტატუსს და იმუნიტეტს ასევე ვენის კონვენცია განსაზღვრავს.

საბაჟო პუნქტის შექმნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბება - კიდევ ერთი სტრუქტურის, რომელიც აფხაზეთში რუსეთის უშიშროების თანამშრომლების მუდმივ განთავსებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს ბიჭვინთაში შეხვდა
სოხუმი საბოლოოდ დათანხმდა რუსეთთან ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნას
რუსეთის ოფიციალური პირი: ცხინვალში ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის შექმნა ‘გადაწყვეტილი საკითხია’
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
მოსკოვი აფხაზეთში ახალ სამართალდამცავ სტრუქტურას ქმნის

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი